პოლონეთში ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მანდატის ჩამორთმევის გამო დაპირისპირება გრძელდება

ორი პოლონელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის დაცვას დაუპირისპირდა. 7 თებერვალს მათ ასამბლეის შენობაში შესვლა ძალით სცადეს. ორივე მათგანს სასამართლომ დანაშაული დაუმტკიცა, რის შედეგადაც მათ დეპუტატების მანდატები გაუუქმდათ.
დაპირისპირება მანდატების გაუქმებას უკავშირდება. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პირობა დადო, რომ საქმეს უზენაეს სასამართლოს გაუგზავნიდა იმის დასადგენად, იყო თუ არა დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევა კონსტიტუციური გადაწყვეტილება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაციეი ვასიკი იანვარში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ ამ, წინა თანამდებობებზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის პატიმრობა მიესაჯათ. ისინი თავს “პოლიტპატიმრებად” მიიჩნევენ და საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევას ეწინააღმდეგებიან.
იურისტები აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლონეთის სასამართლო სისტემაში ყოფილი მმართველი პარტიის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად გამოწვეული ქაოსის მაგალითია. რამდენიმე სასამართლომ მათ საქმეებზე ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები მიიღო.
ყოფილი მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატებს სასამართლომ განაჩენი პირველად 2015 წელს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის გამოუტანა. პეზიდენტმა ანჯეი დუდამ ორივე მათგანი მალევე შეიწყალა. უზენაესმა სასამართლომ მაშინ თქვა, რომ პრეზიდენტს მათი შეწყალება არ შეეძლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე და საქმე 2023 წელს განხილვაში დააბრუნა. დეკემბერში მათ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დუდამ ისინი იანვარში ხელმეორედ შეიწყალა.

ასევე დაგაინტერესებთ