პოლონეთში ქვანახშირისგან წარმოებული ენერგიის მოცულობა განახევრდა

პოლონეთში ქვანახშირისგან ენერგიის წარმოება პირველად დაეცა 50%-ზე ქვემოთ და ახლა 48%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ჯერ კიდევ 2018 წელს ენერგიის 80% ქვანახშირზე მოდიოდა.
2040 წლისთვის კი ენერგეტიკის სამინისტრო გეგმავს ამ წილის 30%-მდე შემცირებას.
ნავთობთან ერთად ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მავნე წყაროა გარემოსთვის და კლიმატისთვის. თუმცა, ქვანახშირის მოპოვებას პოლონეთში ისტორიული ფესვები აქვს – ეს ინდუსტრია 250–ზე მეტი წლისაა.
ანალიტიკური ცენტრის Forum Energii–ს თანახმად, განახლებადი ენერგია ამჟამად პოლონეთის ელექტროენერგიის წარმოების 36,8%-ს შეადგენს. ამ ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ქარის ელექტროსადგურებზე და მზის პანელებზე.

ასევე დაგაინტერესებთ