პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე შენგენში დარჩენის ვადების დარღვევისთვის დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, 23 იანვარს პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს.
შენგენის ზონაში ლეგალურად დარჩენის ვადების დარღვევის გამო, პოლონეთის პოლიციამ საქართველოს ათი, მოლდოვის ერთი და კოლუმბიის ერთი მოქალაქე დააკავა.
ამავე დღეს დააკავეს საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე, რომლებიც არ დაემორჩილნენ მიღებულ გაფრთხილებას, რის მიხედვითაც მათ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება ევალებოდათ. სასაზღვრო დაცვის ოფიცრები ახლა თავად უზრუნველყოფენ, რომ დაკავებულმა პირებმა პოლონეთის ტერიტორია ნამდვილად დატოვონ.