პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურება და ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.
მედიის ინფორმაციით, არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობს. გამოკითხვების თანახმად, ვარშავის პროევროპული მერი რაფალ ტრჟასკოვსკი ამომრჩევლების ხმების 30 პროცენტს მიიღებს, ნაციონალისტი ისტორიკოსი, კაროლ ნავროცკი კი – 25 პროცენტს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.
ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.
ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.
აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად უთანხმოებაში იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მან ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.
ნავროცკის მტკიცებით, ის -ის პრეზიდენტის, ს მხარდაჭერით სარგებლობს და თვის დასაწყისში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.