პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. არჩევნებში ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხავებული კანდიდატი მონაწილეობს.
კანდიდატები არიან დონალდ ტუსკის კოალიციის მიერ მხარდაჭერილი პროევროპელი ვარშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი და ისტორიკოსი და ყოფილი მოყვარული მოკრივე კაროლ ნავროცკი. ამ უკანასკნელს მხარს პოპულისტური მემარჯვენე პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) უჭერს, რომელიც ქვეყანას 2015-2023 წლებში მართავდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის როლი ძირითადად ფორმალურია, მას გარკვეული გავლენა აქვს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე და აქვს ვეტოს დადების უფლება ახალ კანონმდებლობაზე, ან ცვლილებაზე კანონში. ვეტოს გაუქმება მხოლოდ პარლამენტში სამი მეხუთედის უმრავლესობით შეიძლება, რაც ამჟამინდელ მთავრობას არ აქვს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა და მასში 12 კანდიდატი მონაწილეობდა.