პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

როგორც ცნობილია, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ეგიდით, მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება საერთაშორისო სამკითხველოების გახსნა. ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში დღეს პირველი ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. ამის თაობაზე „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.
პროექტი „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ” ასოციაცია “საქართველოსთან” ერთად განახორციელა.
დიდი მადლობა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს პოლონეთში – გიორგი გეთიას და სოფიკო ჯანჯღავას.
დიდი მადლობა საქართველოს საპატიო კონსულს ქალაქ ვროცლავში ვოიჩეხ ვრობელს”, – ვკითხულობთ კეკელიძის პოსტში.
მისივე ინფორმაციით ა.წ. ზაფხული-შემოდგომის განმავლობაში სამკითხველოები კიდევ შემდეგ ქალაქებში გაიხსნება:
სტამბოლი (თურქეთი);
ათენი (საბერძნეთი);
ერევანი (სომხეთი);
ბრიუსელი, ლიეჟი (ბელგია);
კელნი, კარლსრუე (გერმანია);
ამსტერდამი (ჰოლანდია).
შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში “ბიბლუსმა” და მ ერთობლივად დააფუძნეს “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”. საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ჩარკვიანი: ფულზე გაყიდულები ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენ – ვალებში და ისინი მილიონებში იხრჩობიან. ევროპის მონები ჩვენ ვართ, მაგრამ ევროპის და ამერიკის მოქალაქეებად თვითონ ზრდიან შვილებს