პოლონეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები

პოლონეთში საპრეზიდენტო მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 18 მაისს დილის 7 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლონეთში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 29 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ვარშავის პროევროპულმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30% უნდა მიიღოს, ნაციონალისტი ისტორიკოსი, კაროლ ნავროცკი კი ხმათა 25%-ს ელის, რაც მათ პირველ ივნისს მეორე ტურში გადასვლის საშუალებას მისცემს.
ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.
53 წლის ტშასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.
მისი ოპონენტი, 42 წლის ნავროცკი -ის პრეზიდენტის, ს აქტიური მხარდამჭერია და ამბობს, რომ მაისის დასაწყიში, თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა მას უთხრა: „შენ გაიმარჯვებ“.
პოლონური მედიის ინფორმაციით, არჩევნების წინ პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ს მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობას აწყდება.
აპრილში, უცხო ქვეყნების მხრიდან კიბერშეტევაზე საუბრობდა პოლონეთის პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც.
კითხვაზე, მოიაზრებიან თუ არა კიბერთავდამსხმელებში რუსეთის ან ბელარუსის კიბერდამნაშავეები, ტუსკის ოფისის ხელმძღვანელმა, იან გრაბიეცმა განაცხადა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების სახელით საუბარი არ სურს, თუმცა, აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის კიბერდანაშაულის სააგენტოებს რუსეთი ხშირად აფინანსებს.
გრაბიეცმა პოლონურ სახელმწიფო მედია-საშუალება PAP-ს განუცხადა, რომ კიბერშეტევა იყო მცდელობა, მიეღოთ წვდომა „სამოქალაქე პლატფორმის“ ოფისისა და პოლონეთის საარჩევნო მოხელეების კომპიუტერებზე. კიბერთავდასხმა დაახლოებით თორმეტი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს