პოლონეთში მედიაციის ერთობლივი საუნივერსიტეტო ცენტრი დაფუძნდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და სლუპსკის (პოლონეთი) უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სლუპსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი დაფუძნდა.
თსუ-ს ინფორმაციით, ევროპულ უნივერსიტეტში კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის დაფუძნების ცერემონიალს პოლონეთისა და ევროპის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პოლონეთის სასამართლო ხელისუფლების, მედიატორთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ინსტიტუციურ პარტნიორებთან ერთად თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური რესურსების გამოყენებითა და მხარდაჭერით დაიგეგმა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური თანამშრომლობა პოლონეთში მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის – კვლევის, განათლების ხარისხის ამაღლების და იურიდიული განათლების გაძლიერების მიმართულებით.
სლუპსკის უნივერსიტეტში საფუძველი მედიატორთა პროფესიულ სწავლებას და სასერტიფიკატო პროგრამების ორგანიზებას ჩაეყრება, საუნივერსიტეტო კურიკულუმში დაინერგება მედიაციის კლინიკა, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან ერთად უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას სასამართლო მედიაციის პროგრამებში, დაფუძნდება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის და მედიაციაში წარმომადგენლობის იმიტირებული კონკურსების აკადემიური ტრადიცია აკადემიური პერსონალისა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების ჩართულობით, 2025 წლიდან განხორციელდება „ერასმუს პლუს“ პროგრამის ფარგლებში პროფესორთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სასწავლო მობილობის პროგრამები. ასევე, გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში, რომელიც მოემსახურება მედიაციის თემატიკაზე სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება