პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედია წერს, რომ 39 და 55 წლის საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურიდან ლატარიის გადასაფხეკი ბილეთები, ჯამში 207 ცალი მოიპარეს.
მედია წერს, რომ პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულები სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიდან ამოიცნო.
ამასთან, როგორც ცნობილია, ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს.
დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.