პოლონეთში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ გდინიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.
სამართალდამცავების მიერ შემდგომი მოქმედებების განხორციელებისას გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.