პოლონეთში დრონი ჩამოვარდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საჰაერო დარტყმის შემდეგ

პოლონეთში გასულ ღამით ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მოხდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს. ადგილზე მუშაობენ პოლიცია, სამხედრო პოლიცია და ტერიტორიული დაცვის ძალები – იუწყება სახელმწიფო დაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში.
პოლონეთის ბეჭდური სააგენტოს თანახმად, აფეთქება მოხდა სიმინდის ველზე, სოფელ ოსინიში, პოლონეთის აღმოსავლეთით. დაზარალებულები არ არიან, რამდენიმე სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები. ადგილზე აღმოჩენილია მეტალის და პლასტმასის დამწვარი დეტალები.
გაზეთ Rzeczpospolita-ს წყაროები იუწყებიან, რომ ჩამოვარდნილი დრონი რუსეთის წარმოებისაა. ეს შესაძლოა იყოს “შაჰედის” ტიპის საფრენი აპარატი ან საჰაერო ძალების დასაბნევად გამოყენებული დრონი-იმიტატორი. იუწყებიან, რომ დრონის ტიპი 20 აგვისტოს საღამომდე დაზუსტდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?