პოლონეთში დააკავეს 26 წლის ქართველი, რომელმაც საგზაო წესები დაარღვია და ბორდიურს შეეჯახა

პოლონეთში დააკავეს 26 წლის ქართველი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში საგზაო წესები დაარღვია და ბორდიურს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა, თუმცა მალევე დაიჭირეს.

თავდაპირველად მან ალკოტესტზე უარი თქვა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ახალგაზრდა ავტომობილს ნასვამ მდგომაროება მართავდა.

მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.