პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი პოლონეთის რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნეში იმყოფება, სადაც 15 კონცერტს გამართავს. კონცერტები ვარშავაში, ოლშტინში, ჩესტოხოვაში, რადომში, ჟეშუვში, ტარნუვში, ხოშუვში, ოლესნიცაში, კრაკოვში, კოშალინში, გნეზნოში, ზაბჟესა და ზგოჟელეცში გაიმართება. ამის შესახებ ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირველი კონცერტი ანსამბლმა „აფხაზეთმა“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა და მაყურებლის წინაშე პროგრამით „ქორეონიკონი“ წარსდგა. საკონცერტო პროგრამა 13 ცეკვას, 6 სიმღერას და 2 მუსიკალურ ნომერს მოიცავს.
„კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულესკირია ესწრებოდნენ.
ანსამბლ „აფხაზეთის“ საგასტროლო ტურნე პოლონეთის რესპუბლიკაში 16 მარტს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ