პოლონეთს მცირე ბირთვული რეაქტორების მშენებლობაში ევროპაში ლიდერობა სურს

პოლონური კომპანია Orlen Synthos Green Energy, რომელიც SMR ტექნოლოგიის გამოყენებით, რეაქტორების აშენებას გეგმავს, თანამშრომლობას იწყებს UAE – Emirates Nuclear Energy Corporation-თან. ამის შესახებ პოლონური რადიო იტყობინება.
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას აქვს ამბიცია გახდეს ლიდერი ევროპაში მცირე ბირთვული რეაქტორების (SMRs) მშენებლობაში.
როგორც პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს სურვილი განპირობებულია რწმენით, რომ მცირე რეაქტორები იქნება იდეალური შემავსებელი დიდი ატომური ელექტროსადგურებისთვის.
ანდჟეი დუდამ გაიხსენა, რომ Orlen Synthos Green Energy, რომლის წარმომადგენლებიც ასევე იმყოფებიან COP28-ზე, აპირებს რეაქტორების აშენებას SMR ტექნოლოგიის გამოყენებით.
პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა პოლონური კომპანიის თანამშრომლობა -სა და კანადის კომპანიებთან.
„ბედნიერი ვარ, რადგან Orlen Synthos Green Energy იწყებს თანამშრომლობას არაბეთის გაერთიანებული კომპანიასთან – Emirates Nuclear Energy Corporation. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ახლახან დაასრულა თავისი პირველი დიდი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ეს ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ ატომურ ენერგიას აქვს მომავალი მთელ მსოფლიოში“, – დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.