პოლონეთსა და რუმინეთში დააკავეს ს დაზვერვის დავალებით დივერსიის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები

პოლონეთში დააკავეს 8 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ს დაზვერვის დაკვეთით დივერსიული აქტების მომზადებაში. საუბარია ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი ამანათების გაგზავნაზე.
დაკავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეცაა, რომელსაც პოლონეთის პროკურატურის ცნობით, სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. პოლონეთში დაკავებული უკრაინელის თანამზრახველად მიჩნეული უკრაინის კიდევ ორი მოქალაქე რუმინეთში დააკავეს. ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი ამანათები რუმინელმა სამართალდამცავებმაც აღმოაჩინეს.
პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, დივერსიის მიზანი იყო მოსახლეობის დაშინება და დესტაბილიზაციის გამოწვევა ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ს მხარს უჭერენ.
2025 წლის სექტემბერში ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაადგინეს და დააკავეს პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აფეთქებების ორგანიზებასა და მოწყობაში, რაც ორგანიზებული და კოორდინირებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ.
ბრალი წაუყენეს 15 პირს, რომლებიც ლიეტუვის, რუსეთის, უკრაინის, ლატვიის და ს მოქალაქეები არიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი