პოლონეთმა EU-სგან გაყინული დახმარების ნაწილი, 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირისგან 5 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო. შეთანხმებას ვარშავასთვის ამ თანხის გადარიცხვაზე მხარეებმა დეკემბრის შუა რიცხვებში მიაღწიეს.
ევროკავშირის დახმარებას პოლონეთის ახალი მთავრობა მიიღებს, დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით. მათ რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე მმართველი პარტია, „კანონი და სამართალი“ დაამარცხეს.
5 მილიარდი მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელიც პოლონეთს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად უნდა მიეღო. თუმცა, ეს თანხა გაყინული იყო პოლონეთში დემოკრატიული უკუსვლის გამო – ბრიუსელში მიიჩნევნდნენ, რომ აწ უკვე წინა მთავრობის მიღებულმა კანონებმა ძირი გამოუთხარა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, რითიც ხელისუფლების დემოკრატიული გაყოფის პრინციპი დაირღვა.
„ეს საჩუქარი არაა. ეს არის სერიოზული თანხა, განკუთვნილი ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტისთვის. შევეცდებით, ეს ფული სწრაფად და ჭკვიანურად დავხარჯოთ“, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ პოლონეთისთვის გამოყოფილი გაყინული დახმარების თუ შეღავათიანი სესხების ოდენობა თითქმის 60 მილიარდ ევროს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ