პოლონეთმა ქართული ოცნების ხელისუფლების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთის საელჩოს განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა ქართული ოცნების ხელისუფლების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
“საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა ხელისუფლების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებსაც პოლონეთში შესვლა ეკრძალებათ.