პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზუსტად რას შეიცავს დახმარების პაკეტი, ამ დროისთვის უცნობია.
“არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ვაფასებთ თქვენს მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინული საჭიროებისთვის იარაღის უფრო მასშტაბური შესყიდვის მიზნით – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობის მეთაური დონალდ ტუსკი უკრაინაში დღეს, 22 იანვარს ჩავიდა.