პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან K2 Black Panther-ის ტიპის 180 საბრძოლო ტანკის მიწოდების შესახებ მსხვილი კონტრაქტი გააფორმა

პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან K2 Black Panther-ის ტიპის 180 საბრძოლო ტანკის მიწოდების შესახებ მსხვილი კონტრაქტი გააფორმა.
Euronews-ის ცნობით, გარიგების დასრულების შემდეგ, 2030 წელს, ქვეყნის არმიას 1100-ზე მეტი ტანკი ეყოლება – მეტი, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ერთად აღებული.
კონტრაქტის ღირებულება 6 მილიარდ დოლარზე მეტია და მოიცავს არა მხოლოდ ტანკებს, არამედ 81 დამხმარე მანქანას, სასწავლო პროგრამებს, აღჭურვილობის შეკეთებისთვის საჭირო ინვენტარსა და ტექნოლოგიების გადაცემას. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიისა და ბელარუსის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე ეს ვარშავის მასშტაბური გადაიარაღების პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ეს ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ეს პოლონეთში ტანკების წარმოების აღდგენის დასაწყისია“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
ამჟამად პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ს 4.7%-ს ხარჯავს – ეს ნატოს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი პროცენტული წილია. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ალიანსში ჯავშანტექნიკის რაოდენობით პოლონეთს მხოლოდ თურქეთი (2,238 ტანკი) და საბერძნეთი (1,344) გაუსწრებენ.