პოლონეთმა ს დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავა

პოლონეთში ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები რუსეთის სავარაუდო დივერსიულ შეთქმულებებთან დაკავშირებით დააკავეს.
„ამჟამად ჩვენ ცხრა ეჭვმიტანილი გვყავს დაკავებული, რომლებიც უშუალოდ რუსეთის (დაზვერვის) სამსახურების სახელით იყვნენ ჩართული პოლონეთში დივერსიულ აქტებში. ისინი არიან უკრაინის, ბელარუსის და პოლონეთის მოქალაქეები“, – აღნიშნა ტუსკმა.
მისი განმარტებით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ცემაში, ცეცხლის წაკიდებასა და ცეცხლის წაკიდების მცდელობაში, მათ შორის დასავლეთ პოლონეთში, ვროცლავის საღებავების ქარხანაში და ლიეტუვაში, „იკეას“ ცენტრში ხანძრის გაჩენის მცდელობები.
ტუსკის თქმით, რუსული შეთქმულებები ეხება არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ ლიეტუვას, ლატვიას და შესაძლოა შვედეთს. პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა