პოლონეთმა კრაკოვში ს საკონსულოს დახურვა გადაწყვიტა

გადაწყვეტილება საკონსულოს დახურვის შესახებ დღეს, 12 მაისს გამოაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ. მან გადაწყვეტილება ახსნა მტკიცებულებებით, რომელთა თანახმად, 2024 წლის 12 მაისს, ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენა ს სპეცსამსახურების დივერსია იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ მოსკოვი მალე „ადეკვატურად უპასუხებს“ ვარშავის „არაადეკვატურ ნაბიჯებს“.
ვარშავაში, სავაჭრო ცენტრ Marywilska-ში 2024 წლის 12 მაისს გაჩენილმა ხანძარმა 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი გაანადგურა.
ხანძრიდან ერთი წლისთავზე პოლონეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა და გენერალურმა პროკურორმა გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განაცხადეს, რომ ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაკვეთილი და დამნაშავეთა ქმედებებს ორგანიზებას უწევდა რუსეთის ფედერაციაში მყოფი პირი, რომლის ვინაობა დადგენილია.
ვარშავაში 2025 წლის 11 მაისს გამოქვეყნებული ამ განცხადების თანახმად, დამნაშავეთა ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი იდენტიფიცირებულია და მათი ძებნა გრძელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული