პოლონეთმა ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის თვითმფრინავი გადაიტაცა

ამ ცნობას ავრცელებს პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სამმართველო.
ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა. ცნობის თანახმად, გამანადგურებლებმა “გადაიტაცეს, ვიზუალურად ამოიცნეს და თავიანთი პასუხისმგებლობის ზონიდან გააცილეს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი”.
სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ღამით შეამჩნიეს ობიექტები, რომლებიც ბელარუსის მხრიდან შედიოდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში – როგორც ვარაუდობენ, ეს იყო კონტრაბანდის საჰაერო ბუშტები. “უსაფრთხოების მიზნებისთვის საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დაიხურა სამოქალაქო გადაადგილებისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბოლო თვეებში რუსეთის გამანადგურებლებმა და დრონებმა არაერთხელ დაარღვიეს ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცე. სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატებმა კერძო დღის წესრიგის ფარგლებში მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ნატოს თავდაცვის ძალები მზად არიან ჩამოაგდონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ტიპის აგრესიული განცხადებები მორიგი მნიშვნელოვანი ნაწილია დაძაბულობისა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ