პოლონეთი 18 წლამდე ადამიანებზე ალკოჰოლის მიყიდვის წესებს ამკაცრებს

პოლონეთის ხელისუფლება ამკაცრებს წესებს არასრულწლოვანებისთვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვასთან დაკავშირებით. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა და სხვა უბედური შემთხვევები გახდა.
ახალი წესები მოიცავს ბენზინგასამართ სადგურებსა და მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე. გარდა ამისა მაღაზიის გამყიდველებს დაევალებათ მყიდველებს პირადობის მოწმობა მოსთხოვონ. მყიდველები არანაკლებ 18 წლის უნდა იყვნენ.
ამჟამად პოლონეთში არასრულწლოვანებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა უკანონოა და ისჯება დიდი ჯარიმით ან ერთთვიანი დაპატიმრებით. თუმცა, მოქმედი რეგულაციების მიხედვით, გამყიდველებს აქვთ უფლება – მაგრამ არა ვალდებულება – შეამოწმონ მყიდველის დოკუმენტები მისი ასაკის დასადგენად. ახლა ეს სავალდებულო გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ