პოლონეთი 1 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის

პოლონეთის მთავრობა გეგმავს გამოყოს 4,6 მილიარდი ზლოტი (1 მილიარდ ევროზე მეტი) ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის – „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა ანჯეი დომანსკიმ განაცხადა, რომელსაც RMF24 ციტირებს.
ოლშტინში Campus Polska ფორუმის დროს დომანსკიმ განაცხადა, რომ 2025 წელს პოლონეთი 4,6 მილიარდ ზლოტს გამოყოფს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა მოიძიოს „ეკონომიკური ზრდის ახალი ძრავები“.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”