პოლონეთი შიდა სამხედრო წარმოებასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ხარჯს ზრდის – “პოლონეთის ფული უნდა ჩავდოთ პოლონურ ტვინებში”

„დღეს ომებს იგებენ უფრო ჭკვიანი, უკეთესად აღჭურვილი და ტექნოლოგიურად განვითარებული ძალები” – განაცხადა 30 ივლისს პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ტექნოლოგიების ინსტიტუტში დაესწრო პოლონური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაციას – “ყველაფერი, რაც დღეს აქ მე და მინისტრს წარმოდგვიდგინეს, აჩვენებს, რამდენად ძლიერად იცვლება თანამედროვე არმია. არმია, რომელსაც სურს გამარჯვება მომავალ კონფლიქტებში, რომელსაც აგრეთვე სურს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი ტერიტორია და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, ტექნოლოგიურად უნდა აღემატებოდეს კონკურენტებისას“.
ტუსკმა განაცხადა, რომ თავდაცვაზე მომუშავე პოლონური კომპანიები მიიღებენ მეტ დაფინანსებას:
“„პოლონეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასობით მილიარდი ზლოტი, რომლის გამოყოფაც გვსურს თავდაცვაზე – ეს კი მოიცავს, როგორც პოლონელი გადასახადის გადამხდელების, აგრეთვე ევროპული ფონდების ფულს – მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოლონეთში. პოლონეთის ფული უნდა ჩავდოთ არა მარტო პოლონურ კომპანიებში, არამედ უპირატესად – პოლონურ ტვინებში“.
პოლონეთის პრემიერმინისტრი თვლის, რომ თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებსა და ინსტიტუტებში არის წარმოების ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისი ადამიანური რესურსი:
“ლაპარაკია განსაკუთრებით კომპეტენტურ საკადრო შემადგენლობაზე – არა მხოლოდ მეთაურებზე, არა მხოლოდ ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, არამედ ახალგაზრდა ინჟინერებზე, პროგრამისტებსა და IT-სპეციალისტებზე – ეს არის პოლონეთის სამხედრო ძალების ნამდვილი განძი.
სწორედ ამ გამორჩეული ტალანტების წყალობით, სამხედრო-საჰაერო ტექნოლოგიების ინსტიტუტს შესწევს უნარი თანამედროვე ბრძოლის ველის რეალურ მოთხოვნებს უპასუხოს ისეთი პროდუქციის შემუშავებით, როგორიცაა ლაზერული იარაღი SYLAND, გადაადგილების მიდევნების ფუნქციის მქონე უპილოტო საფრები აპარატები და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები“.
თავდაცვის სექტორის “რეპოლონიზაცია” – პოლონეთის ახლანდელ მთავრობას ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად აქვს გამოცხადებული. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა:
“შესაძლოა, სიტყვა „რეპოლონიზაცია“ პოლონეთის ეკონომიკისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთ სხვა სფეროში ასე ფუნდამენტურად არ ჟღერს, როგორც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვაში.
…დღეიდან ვაცხადებ ხარჯების ბალანსის პრინციპულად ცვლილების შესახებ. საკმარისი სახსრები იყო ინვესტირებული პოლონეთის გარეთ მომუშავე კომპანიებში. საკმარისად გვაქვს კარგი კომპანიები, გვყავს ნიჭიერი სამხედროები, მწარმოებლები, მენეჯერები და ინჟინერები, რომ ეს ნაკადი შემოვაბრუნოთ უცხოეთიდან პოლონეთის ბაზრისკენ – პოლონეთის კომპანიებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისკენ. პირადად გავაკონტროლებ ამას.
შეიარაღებული ძალების იარაღის უპილოტო სისტემებით აღჭურვის ტექნოლოგიური რევოლუცია უკვე დაწყებულია და ჩვენ, როგორც ქვეყანას, გვსურს მონაწილეობა ამ ტექნოლოგიურ რბოლაში, რომ ჩვენს ინჟინერებს, ჩვენს საუკეთესო სპეციალისტებს ყოველდღიურად შეეძლოთ ჩვენი პროდუქციის წარდგენა მსოფლიოსთვის და რომ მომავალში ჩვენი პროდუქცია გამოყენებული იყოს შეიარაღებული ძალების მიერ და საექსპორტო საქონლად იქცეს” – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა.
ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონეთმა მკვეთრად გაზარდა თავდაცვითი ხარჯი, რომელიც 2022 წელს მშპ-ზე 2.7%-ს შეადგენდა, 2024-ში 0 4.2%-ს. 2025 წელს კი დაგეგმილია მშპ-ს 4.7%-მდე გაზრდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ