პოლონეთი შეზღუდვებს აწესებს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა გადაადგილებაზე

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს დააწესებს ს დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გადაადგილებაზე. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც მიმდინარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
მისი თქმით, შესაბამისი ნოტა მალე გადაეგზავნება ვარშავაში რუსეთის საელჩოს. როგორც სიკორსკიმ განმარტა, ვარშავაში საელჩოს თანამშრომლები ნებართვის გარეშე ვერ იმოგზაურებენ მაზოვიეცკის სავოევოდოს გარეთ, სადაც მდებარეობს პოლონეთის დედაქალაქი, ხოლო სხვა ქალაქებში არსებული საკონსულოების თანამშრომლები ვერ შეძლებენ მოგზაურობას შესაბამისი სავოევოდოების ფარგლებს გარეთ. შეზღუდვები არ გავრცელდება პოლონეთში რუსეთის ელჩზე.
სიკორსკის თქმით, ზომები დაკავშირებულია ეჭვებთან რუსეთის მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დივერსიულ აქტში, რომლებიც ბოლო ხანებში მოხდა ქვეყანაში.
რუსული მხარის რეაქცია ჯერ არ არის ცნობილი.
პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, უპირველეს ყოვლისა – უკრაინის ომის გამო. თუმცა მხარეები ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და რუსეთის ელჩი კვლავ მუშაობს პოლონეთში.
პოლონეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს მსგავს შეზღუდვებს. ადრე ჩეხეთი გამოვიდა წინადადებით, ეს შეზღუდვები შემოღებულ იქნეს საერთოევროპულ დონეზე, მაგრამ ეს ზომა ჯერ არ არის დამტკიცებული. შეერთებულ შტატებში მსგავსი შეზღუდვები დაუწესდათ, კერძოდ, გაეროში რუსეთის მისიის თანამშრომლებს.