პოლონეთი ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს

პოლონეთი განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსული დაზვერვის აქტივობის ფონზე – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა TVN24-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შენგენის წესების გამონაკლისის დაშვების თაობაზე ოფიციალური შუამდგომლობის წარდგენა განიხილება, რაც პოლონეთს მისცემს უფლებას, კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის კვლავ დააწესოს სავიზო მოთხოვნები.
პოლონეთის -ს მოადგილემ RMF FM-ის ეთერში განმარტა, რომ იმ ქვეყნების სია, ვისაც შეზღუდვები შეიძლება შეეხოს, მოიცავს საქართველოს, სომხეთს, კოლუმბიას და ვენესუელას.
ტუსკის თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები „ცხადი მიზეზების“ გამო უფრო დაუცველები არიან ს სპეცსამსახურების რეკრუტირების მიმართ. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის მოქალაქეების შემთხვევაში, პოლონეთი ეჯახება ევროპულ პრობლემას – ისინი ხშირად ესპანეთის მეშვეობით იღებენ ტურისტულ ვიზებს, რაც მათ შენგენის ზონაში გადაადგილებას ამარტივებს.
„ვინც კანონს დაარღვევს, ან ციხეში აღმოჩნდება, ან დეპორტირებული იქნება,“ – განაცხადა ტუსკმა.
ბოლო დროს პოლონეთმა 32 პირი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში. მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინის, კოლუმბიის და პოლონეთის მოქალაქეებიც.