სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება პლატფორმა X-ზე წერს, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ნათესავების მიერ მოყოლილი ისტორიები შემაშფოთებელია.
ამასთან, პოლონეთის საელჩო უსამართლოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახის წევრების მიერ მოყოლილი ისტორიებით ღრმად შეშფოთებულები ვართ. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და რომელსაც გერმანიის, დანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და სხვა წევრი სახელმწიფოების დიპლომატები ესწრებოდნენ, იმსჯელეს, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რათა ივანიშვილის რეჟიმი აიძულონ, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ.
