პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ -კამიშმა. მისი თქმით, ამ ტრაგედიის ყველა გარემოება უნდა დადგინდეს.
„ეს ბევრჯერ მითქვამს. ვამბობდი, რომ თუ არ აღიარებს ვოლინის გენოციდს, თუ არ იქნება ექსჰუმაცია, თუ დაღუპულების ხსოვნას პატივს არ მიაგებენ, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ ექნება“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.
ვოლინის ტრაგედია, ან, როგორც მას სხვაგვარად ვოლინის ხოცვას უწოდებენ, 1943 – 1944 წლებში ვოლინში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობა მოკლა. პოლონელები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ, თუმცა ოფიციალური ასე არ ფიქრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში