პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს

პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს, – ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, ჩამოვარდა თუ არა რუსული რაკეტის რომელიმე ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე.
“ძიების მიზანია საბოლოოდ დაადასტუროს ის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტის არც ერთი ელემენტი არ რჩება. ჯარისკაცები მოქმედებებს ზამოსცის სამხრეთ-აღმოსავლეთით განახორციელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს