პოლონეთი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს

პოლონეთი ს ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ითვალისწინებს დეზინფორმაციის გავრცელებას, დაწესებულებებსა და კომპანიებზე კიბერთავდასხმებს, პოლონური საზღვრის უკანონო კვეთას და მთელი ქვეყნის მასშტაბით დივერსიულ აქციებს.
სიკორსკის თქმით, ვარშავამ უკვე შემოიღო გადაადგილებაზე შეზღუდვები რუსი “დიპლომატებისთვის”, რათა მათთვის “რთული ყოფილი მქედებების განხორციელება, რომლებიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება”.
“[რუსეთის] ელჩს თუ გავაძევებთ, ისინი, რა თქმა უნდა, იგივეს გააკეთებენ. ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ დივერსიები თუ გაგრძელდება, ამის გამორიცხვა არ შეიძლება”, – განაცხადა სიკორსკიმ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რუსები გონს მოვლენ, ხოლო პოლონეთის რეაქცია ჰიბრიდული ომის შემდგომ აქტებს შეაჩერებს.
“ვიცით, რომ რუსები გეგმებს აწყობენ, ამიტომ ძლიერს სიგნალს ვუგზავნით: გაჩერდით”, – განაცხადა სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა