პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთი თავის მოქალაქეებს ს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “ში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო, რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ გასცემს რჩევას”.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ გასცემს რჩევას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დატოვონ მისი ტერიტორია შესაძლო კომერციული და კერძო ხერხებით, თუ მათი პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები არ საჭიროებს ქვეყანაში მათ დარჩენას. რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირების გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სანქტ-პეტერბურგსა და კიონისგბერგში [კალინინგრადში] გენერალური საკონსულოების ოპერირებისთვის ნებართვების გაწვევიდან გამომდინარებს, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საკონსულო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდული ხდება, და შესაძლოა საჭირო გახდეს ძალიან შორეულ საკონსულო ოფისებში მოგზაურობა… უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!