პოლონეთი და მისი მოკავშირე ქვეყნები ევროკავშირს რუსულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდებენ

პოლონეთმა და ევროკავშირის ექვსმა სხვა ქვეყანამ ევროგაერთიანების აღმასრულებელ ორგანოს მოუწოდეს, დან და ბელარუსიდან შემოსულ საქონელზე დამატებითი საიმპორტო ტარიფები დააწესოს. ისინი მიინევენ, რომ ამჟამინდელი ფორმით ვაჭრობა მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.
როგორც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, ბეატა პლომეცკა იუწყება, ეს ინიციატივა ერთობლივად წამოაყენეს პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, შვედეთმა და გერმანიამ.
ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტით, რომლის ღირებულებამაც გასულ წელს 35 მილიარდი ევრო შეადგინა, ევროკავშირი კვლავ უზრუნველყოფს რუსეთს დიდი ოდენობის შემოსავლებით. ასეთი დამოკიდებულება კი გრძელვადიან რისკებს უქმნის ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს.
ზემოთ დასახელებული ქვეყნები ითხოვენ, რომ ევროპა სამომავლოდ რუსულ საქონელზე დამოკიდებულების შემცირებისთვის მოემზადოს და ამ ძალისხმევაში მთავარი როლი საიმპორტო ტარიფებმა უნდა შეასრულონ.
ჯგუფის განცხადებით, ბრიუსელმა სამიზნეში უნდა ამოიღოს ს ეკონომიკის ისეთი ძირითადი სექტორები, როგორიცაა რკინის და ფოლადის წარმოება. 2025 წლის პირველ ნახევარში ამ დარგებიდან რუსეთის შემოსავლები 1.3 მილიარდ ევროდ შეფასდა, რაც მოსკოვს, ევროკავშირში ნავთობისა და გაზის იმპორტის შემდეგ, ყველაზე დიდ შემოსავალს აძლევს.
ამასთან, ეს ქვეყნები ითხოვენ ტარიფების დაწესებას არაორგანულ ქიმიკატებზე, რომელთა რუსეთიდან იმპორტმა, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თითქმის 450 მილიონი ევრო შეადგინა, აგრეთვე კალიუმის სასუქებზე, რომელთა იმპორტიც იზრდება და გასულ წელს 141 მილიონ ევროს მიაღწია.
წყარო: 1 არხი