პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები EU-ს რუსეთის თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას სთავაზობენ

RMF24 ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები სთავაზობენ ევროკავშირის ს წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდეს თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვა, ასევე, ზომები, რათა გართულდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა.
გამოცემა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ შეთავაზება ეხება რუსეთის ფედერაციისთვის სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევის დაფინანსების აკრძალვას, სანქციების გამკაცრებას საავიაციო სექტორში და დრონების წარმოებაში გამოყენებული აკრძალული კომპონენტების სიის გაფართოებას.
ასევე, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მომხრენი არიან ახალი სანქციები შეეხოს კრემლის მოკავშირე ბელარუსს, რაც მათი აზრით, ხელს შეუშლის მოსკოვს, მინსკი გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
ეს წინადადებები განიხილება ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ფარგლებში, რომლის მიღებაც დაგეგმილია 24 თებერვალს.