პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი გაზის (LPG) იმპორტის აკრძალვას ითხოვენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის დან იმპორტის აკრძალვის შეტანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რომელიც ში შეჭრასთან დაკავშირებით ამჟამად განიხილება ევროკავშირში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი წერს.
Bloomberg-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს განიხილავენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავამდე, 24 თებერვლამდე მიღების იმედით. იოზვიაკის თქმით, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ამ საკითხთან მიმართებით ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის ყველაზე მტკიცე პოზიციით გამოირჩევიან.
ნედლეულის იმპორტის აკრძალვის გარდა, რაც დიდ შემოსავალს აძლევს რუსეთის ბიუჯეტს, ისინი ასევე დაჟინებით მოითხოვენ რუსეთთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებას, საავიაციო სექტორსა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რათა ისინი შეესაბამებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ზომებს.