პოლონეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს

პოლონეთი რუსეთის მხრიდან ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე დგას, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ციფრულ საქმეთა მინისტრმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.
„პოლონეთის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ვდგავართ რუსული მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე. ეს ხდება დეზინფორმაციის გავრცელებით, პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდულ თავდასხმებთან ერთად, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პარალიზების მიზნით“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, თავდასხმები მიმართულია წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიების, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების და სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანოების წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთში რუსული აქტივობის დონე, კიბერშეტევების თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო