პოლონეთის სეიმში სკანდალი მოხდა: დეპუტატმა ცეცხლმქრობით ჩააქრო ებრაული დღესასწაული ჰანუკის სანთლები

სამშაბათს პოლონეთში მოხდა სკანდალური ინციდენტი, რომელშიც მონაწილეობდა პარლამენტის მემარჯვენე რადიკალი დეპუტატი, პარტია „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაციის“ წევრი გჟეგოჟ ბრაუნი.
მან ხელი სტაცა ცეცხლმქრობს და მისი მეშვეობით ჩააქრო სანთლები შანდალზე, რომელიც ებრაული დღესასწაულის, ჰანუკის დროს გამოიყენება. როგორც The Guardian-ი იტყობინება, ამის გამო ჩაიშალა საპარლამენტო პროცედურები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო დონალდ ტუსკის ახალი მთავრობისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებასთან დაკავშირებული კენჭისყრისთვის.
თავად ტუსკმა ინციდენტს „სამარცხვინო“ უწოდა. „ეს მიუღებელია, არ შეიძლება, რომ ეს განმეორდეს,“ თქვა მან. პარლამენტის სპიკერმა შიმონ ჰოლოვნიამ, რომელმაც ასევე გაკიცხა ბრაუნის ქმედება, აღნიშნა, რომ სეიმში არ არის ადგილი ანტისემიტიზმისა და ქსენოფობიისთვის. მან ასევე თქვა, რომ ბრაუნის მოქმედებებს პროკურატურა შეისწავლის.
სეიმის დეპუტატებმა მუშაობაში პაუზა გამოაცხადეს, რათა გარკვეულიყვნენ მომხდარში.
ულტრამემარჯვენე დეპუტატი უკვე მოხვედრილა მსგავს სკანდალებში.

ასევე დაგაინტერესებთ