პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
შესაბამის გადაწყვეტილებას 460-ადგილიანი სეიმის 243-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 210 კანონმდებელი იყო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ დანიშნა, რაც პირველ ივნისს გამართული პოლონეთის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამარცხდა. გამარჯვება კი კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ახალ რეალობაშია და მას ახალი დასაწყისი სჭირდება.