პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკი პრემიერმინისტრად აირჩია

პოლონეთის სეიმმა 11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას პარლამენტის კოალიციამ დაუჭირა მხარი, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობას ფლობს.
ტუსკსის კანდიდატურას მხარი სეიმის 248 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 201-მა მისცა.
66 წლის ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ორჯერ აირჩიეს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ. ტუსკის გუნდი ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებასა და სთან ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს.
პოლონეთში საპარლამენტო 16 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ – 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა – 8.6%, ხოლო კონფედერაციამ – 7.2%.
პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.
პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას კანონი და სამართლიანობა სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არ ეყო.
იქიდან გამომდინარე, რომ კაჩინსკის პარტიამ ფორმალურად არჩევნებში გაიმარჯვა, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მიეცა, თუმცა კანონმა და სამართლიანობამ საკუთარ მხარეს ვერც ერთი პოლიტიკური ოპონენტის გადმობირება ვერ შეძლო.