პოლონეთის სეიმის სპიკერი რუსული რაკეტის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე – ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და მოხდება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება

ვიდრე ში ომი გრძელდება, რუსული რაკეტებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტები შესაძლოა განმეორდეს, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის სეიმის სპიკერი, შიმონ გოლოვნია რუსული რაკეტის მიერ გუშინ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს.
„ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და, დიდი ალბათობით, მოხდება, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება“, – აღნიშნა შიმონ გოლოვნიამ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა სისტემამ იმუშავა. შიმონ გოლოვნიას განმარტებით, რაკეტების ჩამოგდება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა.
„თუ ჩამოაგდებთ ასეთ რაკეტას, მისი ფრაგმენტები სადღაც უნდა დაეცეს, ეს ხდება უკონტროლო და ბევრად უფრო რთული პროცესი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამხედროები ისე მოიქცნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ”, – დასძინა მან.
ცნობისთვის, გუშინ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. კერძოდ, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. პოლონეთმა ინციდენტის შესახებ ნატო-ს მოკავშირეებს აცნობა და განაცხადა, რომ სგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კი განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებდა რუსულ რაკეტას, რომ ყოფილიყო ნიშნები, რომ ის პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნისკენ მიემართებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები