პოლონეთის სასაზღვრო სამსახური – ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა პოლონურ საბურღ პლატფორმას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა

ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა პოლონურ საბურღ პლატფორმას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
“ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს Petrobaltic-ის პლატფორმას ბალტიის ზღვაში. დარღვეულ იქნა პლატფორმის უსაფრთხოების ზონა. პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა სამსახურებს ინფორმაცია მიეწოდათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, იმავე დღეს, 19 სექტემბერს, სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ს საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მასში ჯამში 12 წუთი გაატარეს. თავის მხრივ, ნატო-ში განაცხადეს, რომ მათ საპასუხოდ საბრძოლო თვითმფრინავები აწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: კობახიძე არის უბრალოდ ფოსტალიონი და ფოსტალიონთან შეხვედრა ვის რაში სჭირდება? მაკა ბოჭორიშვილი კიდევ ფოსტალიონის ფოსტალიონია. გაეროს ფორმატი ფორმალური ფორმატია, ყაველაშვილს რომ იქ ვინმე მოუსმენს