პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთისსაპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, – ინფორმაციას Onet.pl და Gazeta wyborcza ავრცელებენ.
შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ – მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.
ს მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და “ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი” კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.
Ipn.ge