პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, – ინფორმაციას Onet.pl და Gazeta wyborcza ავრცელებენ.
შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ – მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და “ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი” კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.
