პოლონეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში წერია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ვითარება შესაძლოა კიდევ გაუარესდეს.
“მიმდინარე დემონსტაციების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პარლამენტის სიახლოვეს უცხოელების დაკავების შემთხვევები იყო. ვთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მიტინგებზე დასწრებისგან, თავი აარიდონ პოტენციურად საფრთხის შემცველ ადგილებს და დაემორჩილნონ სამართალდამცავების მითითებებს.
საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა და ქუთაისი”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს ტურიზმისთვის პოლონეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ სტუმარ ქვეყანა სწორედ პოლონეთიდან იღებს. წელს პირველ სამ თვეში პოლონეთიდან საქართველოში 11 734 ვიზიტი შედგა.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.
„აგენტების კანონის“ განხილვის გაგრძელებას მოქალაქეები 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებდნენ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 06:00 საათისთვის დაიწყეს. პოლიციამ 13 მაისის დილას აქციის 20 მონაწილე დააკავა, მათ შორის რამდენიმეზე იძალადეს. -ის ინფორმაციით, დღეს დაკავებულთაგან ორი -ის მოქალაქეა, ერთი კი ს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად