პოლონეთის საგარეო უწყება საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „იმედგაცრუებულია საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე“ საუბარი. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, პოლონეთი საქართველოს საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ერთგული რჩება.
„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას”, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი