პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს საჰაერო სივრცის დარღვევისთვის

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ხელმძღვანელს გადასცა ნოტა, რომელშიც მოითხოვდა ახსნა-განმარტებას რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.

როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, სამინისტროში ანდრეი ორდაში გამოცხადდა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ იმ მოთხოვნათა სია გადასცა, რომელზეც დიპლომატიურ უწყებას განმარტებების სჭირდება.

პოლონეთი მოითხოვს „განმარტებებს ფრთოსანი რაკეტით პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით და ასეთი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს