პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „წარმოუდგენელია“ დრონებით შემოჭრა შემთხვევითი ყოფილიყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „დარწმუნებულია“, რომ რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში „დაგეგმილი“ იყო, მას შემდეგ, რაც ნატოს და პოლონეთის თვითმფრინავებმა ზე ღამის თავდასხმების დროს მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა: „რუსული დრონები ადრეც შემოჭრილან პოლონეთის საჰაერო სივრცეში – არა მხოლოდ დრონები, არამედ ფრთოსანი რაკეტებიც“.
„როდესაც ერთი ან ორი დრონი ამას აკეთებს, შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. თუმცა, 19 შემთხვევა მოხდა და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს შემთხვევითი იყოს“.
ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, პოლონეთს ბრალი დასდო „მითების“ გავრცელებაში, რათა „უკრაინის კრიზისის კიდევ მეტი ესკალაცია“ მოახდინოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმეორებს, რომ მას არ ჰქონდა დაგეგმილი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმა.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, შემდეგ კი პარლამენტში მივიდა. ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა და მათი უდიდესი ნაწილი – ბელარუსის ტერიტორიიდან.
დონალდ ტუსკის განცხადებით, დრონების ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის, ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.