პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპის სატელეფონო საუბარი პუტინთან შეცდომა იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი კრემლის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეცდომა იყო.

მისი თქმით, ტრამპისა და პუტინის საუბარი სარგებელს მოუტანს კრემლს.

სიკორსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების და არა მხოლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი ნდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

კითხვაზე, რას ეტყვის ტრამპს, სიკორსკიმ უპასუხა: „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინას დაიპყრობს, ეს ჩინეთს გაუგზავნის სიგნალს… ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს ამერიკის სტრატეგიაზე და ალიანსის სისტემაზე და შესაძლოა ტაივანის მომავალზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)