პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს – რას იტყოდით, ბალანსისთვის მოუწოდოთ პუტინს, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან? – მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
“რას იტყოდით, ბალანსისთვის, მოუწოდოთ პუტინს, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა ისე, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ გახდებოდა”, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.