პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი დასცინის თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას

პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი დასცინის თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას – გთხოვთ, აღადგინოთ უკრაინისთვის საზენიტო საბრძოლო მასალის მიწოდება და აგრესორის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები დააწესოთ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი განცხადებით, რუსეთზე მასშტაბურმა თავდასხმამ ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია, მათ შორის კიევში პოლონეთის საკონსულოში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს